რეზონანსი
(07.12.2025)

საბაჟო წესების დარღვევის საქმეზე დაკავებულ ყაზახეთის სამ მოქალაქს აღკვეთის სახით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 500-500 ათასი ლარი შეუფარდა.

პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ სახდელის 15-დღიანი ვადა 30 დღემდე გაზარდა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. შემდეგი პროცესი 27 იანვარს ჩაინიშნა.

საქმე ეხება 3 დეკემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას. გამოძიებით დადგინდა, რომ „ბათუმის ნავთობტერმინალის" ხელმძღვანელებმა ტერმინალში არსებული 10 000 ტონაზე მეტი განუბაჟებელი ნედლი ნავთობი, რომლის ღირებულება 15 მილიონ ლარს აღემატება, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით მალულად განკარგეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე