რეზონანსი
(07.12.2025)

მა­ესტრო ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რებს ეროვ­ნუ­ლი ორ­კესტრის აუ­დი­ტო­რი­ა­ში, მის კონ­ცერ­ტზე მის­ვლის­კენ მო­უ­წო­დებს. მისი თქმით, შე­საძ­ლოა მსმე­ნელს სცე­ნი­დან ბო­ლო­ჯერ შეხ­ვდეს.

"ვი­საც შე­გიძ­ლი­ათ 19 დე­კემ­ბერს, მერე 23-შიც და 26-შიც მო­დით რა ჩემს კონ­ცერ­ტებ­ზე ეროვ­ნუ­ლი ორ­კესტრის აუ­დი­ტო­რი­ა­ში... ასე მგო­ნია, რომ ბო­ლო­ჯერ შეგ­ხვდე­ბით სცე­ნი­დან... ნე­ტავ ვცდე­ბო­დე... გია ყან­ჩელს ვუ­ძღვნი ფეს­ტი­ვალს და ძა­ლი­ან მა­გა­რი პროგ­რა­მე­ბი ავა­წყვე, ასე­ვე უმაგ­რე­სი ქარ­თვე­ლი ნი­ჭი­ე­რე­ბე­ბით და მინ­და რომ გა­გი­ზი­ა­როთ... გა­სი­ა­მოვ­ნოთ!...

მძი­მე დროა, მაგ­რამ მუ­სი­კას აქვს ერთი თვი­სე­ბა: ცოტა ხნით გაჰ­ყავ­ხარ ას­ტრალ­ში და უკან დაბ­რუ­ნე­ბი­სას გრძნობ ახალ ძა­ლას, რო­მე­ლიც გა­სულ­დგმუ­ლებს და გაძ­ლი­ე­რებს!!! ამი­ტომ მოდი შე­ვიკ­რი­ბოთ და გა­ვუ­ზი­ა­როთ ერ­თმა­ნეთს სიყ­ვა­რუ­ლი და თა­ნად­გო­მა! ემ­პა­თია და ჯინი იმის, რომ ჩვენ ერ­თად მა­ინც შევ­ძლებთ ბრძო­ლას ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს სა­უ­კე­თე­სო მო­მავ­ლი­სათ­ვის!!!

P.S. თი­თო­ე­უ­ლი შე­ძე­ნი­ლი ბი­ლე­თი სა­სუნ­თქი სა­შუ­ა­ლე­ბაა სა­ქარ­თვე­ლოს ე ვ გ ე ნ ი მ ი ქ ე ლ ა ძ ი ს (მისი ტრა­გი­კუ­ლი ბედი ხომ ყვე­ლას გახ­სოვთ) სა­ხე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ორ­კესტრი­სათ­ვის!!!

მიყ­ვარ­ხართ და გუ­ლით გე­ლო­დე­ბით," - წერს მუ­სი­კო­სი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე