რეზონანსი
(08.12.2025)

იმერეთში 14 წლის გოგო დედა გახდა. ინფორმაცია "ინფო იმერეთს" რამდენიმე შესაბამის უწყებაში დაუდასტურეს. ახალი ამბების სააგენტო არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტს არ ასახელებს. 

ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია, აღნიშნული ინფორმაცია განეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიებაც.

სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ჩართულია არასრულწლოვანის საქმეში შეტყობინებისთანავე.

წყარო: "ინფო იმერეთი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე