რეზონანსი
(09.12.2025)

მოქალაქეებს ვაფრთხილებდით, რომ 4 ოქტომბერი პროვოკაცია იყო და პროვოკაციას არ უნდა აჰყოლოდნენ. ეს არის როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, დეპუტატმა გიგა ფარულავამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, „ამ პროვოკაციასა და ე.წ. მშვიდობიან დამხობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ნაციონალურ მოძრაობას“ და იმ პარტიებს, ვინც აქტიურად ტირაჟირებდნენ 4 ოქტომბრის მოვლენებით რაღაც სახელისუფლო ცვლილებებს“.

„პასუხისმგებლობა „ოცნებასაც“ ეკისრება, რადგან მათ თავიანთი პროპაგანდით ამ პროვოკაციას ხელი შეუწყვეს და სათათბურე პირობები შეუქმნეს. ეს არის როგორც „ნაცმოძრაობის“, ასევე ხელისუფლების პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გიგა ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე