
დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში BBC-ის ემიჯნება და აცხადებს, რომ აღნიშნული მედიასაშუალება დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით. საელჩო პასუხობს საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მოწოდებას BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების გამო ბოდიშის მოხდაზე.
„BBC დამოუკიდებელია ბრიტანეთის მთავრობისგან როგორც საოპერაციო, ასევე სარედაქციო საქმიანობის თვალსაზრისით და ეს საკითხი თავად კორპორაციის გადასაწყვეტია“, - განუცხადეს “რადიო თავისუფლებას” საელჩოში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი დღეს განაცხადა: „ბრიტანეთმა ბოდიში უნდა მოიხადოს ყალბი სიუჟეტის გამო. ყველა სამართლებრივ გზას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ BBC-ს მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელიც მან გაავრცელა“.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





