რეზონანსი
(09.12.2025)

 დონალდ ტრამპის წარმომადგენლებმა ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღე მისცეს, რომ უპასუხოს შეთავაზებულ სამშვიდობო გარიგებას, რომელიც უკრაინას ტერიტორიული დანაკარგების მიღებას ავალდებულებს აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "ფაინენშელ თამს"-ის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის პრეზიდენტმა თავის ევროპელ კოლეგებს განუცხადა, რომ შაბათს გამართული ორსაათიანი საუბრის დროს, მასზე ზეწოლას ახდენდნენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და აშშ-ის პრეზიდენტის სიძე, ჯარედ კუშნერი, რათა სწრაფი გადაწყვეტილება მიეღო.

ინფორმირებული წყაროს განცხადებით, ტრამპი იმედოვნებდა, რომ შეთანხმება შობამდე დაიდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე