რეზონანსი
(10.12.2025)

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ყოფილი ასისტენტი, ზურაბ ხიზანიშვილი საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მისი ხელმძღვანელობით 19-წლამდელთა ნაკრები 2026 წელს შესარჩევ ციკლს დაიწყებს, რომელიც ახალი ფორმატით გაიმართება.
ზურაბ ხიზანიშვილი 2017 წლიდან 2020 წლამდე მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, პარალელურად, 16-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის ამზადებდა.
2021 წლიდან, ხიზანიშვილი ეროვნულ ნაკრებში ვილი სანიოლის ასისტენტად მუშაობდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





