რეზონანსი
(11.12.2025)

ყველასათვის საყვარელი პოეტი, ტარიელ ხარხელაური იუბილარია. იგი 80 წლის გახდა.

ტარიელ ხარხელაური 1946 წლის 11 დეკემბერს, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონიანთხევში დაიბადა, იქვე დაამთავრა საშუალო სკოლაც. ლექსებს წერდა სკოლის მოსწავლეობის პერიოდიდან.

ტარიელ ხარხელაურს პირველად ლექსების გამოქვეყნებაში დაეხმარნენ მეუღლე, მარინა და კომპოზიტორი იაკობ ბობოხიძე, რის შემდეგაც მისი პოეზია საქვეყნოდ გახდა ცნობილი.

„და მაინც იყო სამყარო მკაცრი,

ჩაენარეკლა სივრცე ქარიშხალს…

და მიდიოდა უბრალო კაცი,

კაცი რომელიც ჰგავდა თავის თავს…

80 წლის წინ, 11 დეკემბერს

ტარიელ ხარხელაური დაიბადა...“, - წერია ტარიელ ხარხელაურის „ფეისბუკ“ გვერდზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე