რეზონანსი
(11.12.2025)

ნაძალადევის რაიონში ავარიას 35 წლამდე ქვეითი ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა.
არსებული ცნობით, მანქანა დაეჯახა დაღუპული ქალის დედასაც, რომელიც მომხდარი ავარიის შემდეგ შვილის დასახმარებლად გზაზე გადავიდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ipn.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე





