რეზონანსი
(11.12.2025)

 ამერიკაში დაკარგულ საქართველოს მოქალაქეს, ლევან ნებიერიძეს ეძებენ.  ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლევან ნებიერიძის ნათესავები ავრცელებენ:

"მეგობრებო დაიკარგა დღეს დილით ჩემი ბიძაშვილი ლევანი ნებიერიძე ნიუიორკში. ბოლო ლოკაცია ფიქსირდება 10 დეკემბერს 10:45 ლინდენ ბულვარზე,

1. 2359 Bedford Ave

Brooklyn, NY 11226

United States.

ხოლო შემდეგ მანჰეტენზე ეფლის ცენტრში

2. 401 W 14th St

New York, NY 10014

United States.

აცვია ნაცრისფერი ქურთუკი , შავი შარვალი და შავი ფეხსაცმელი. გთხოვთ, თუ ვინმეს რაიმე ინფორმაცია გექნებათ დამირეკეთ: 518-844-3088 ან 347-908-1419." - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე