რეზონანსი
(11.12.2025)

 ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებული დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს შეეფარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე