რეზონანსი
(12.12.2025)

ბატონმა ირაკლი კობახიძემ რეგიონის სტაბილურობის გაძლიერებისა და დიალოგის პრინციპების ხელშეწყობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ის ხელს უწყობს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას და მეგობრულ ურთიერთობებს, - ამის შესახებ თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა თურქმენეთში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის დაკავშირებადობა და მეგობრული ურთიერთობები მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაფართოებას.

„ბატონმა კობახიძემ რეგიონის სტაბილურობის გაძლიერებისა და დიალოგის პრინციპების ხელშეწყობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ის ხელს უწყობს ქვეყნებს შორის დაკავშირებადობას და მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც დაფუძნებულია ერთთამენთის მიმართ პატივისცემაზე, მიზნად ისახავს თანამშრომლობის გაფართოებას“, - განაცხადა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე