რეზონანსი
(12.12.2025)

„ილონ მასკის, ტეილორ სვიფტის, მაიკლ ჯექსონის და კორეელი „კეი პოპის“ მომღერლების განცხადებებზე კომენტარებს არ ვაკეთებ და ნუ მაკადრებთ ასეთ არასერიოზულ რაღაცას“, - ასე გამოეხმაურა „ლელოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი ილონ მასკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „არასამთავრობო ორგანიზაციების ბიუროკრატია აკონტროლებს ევროპას, რაც მოსახლეობას დემოკრატიას ართმევს“.
„შოუბიზნესის ვარსკვლავებზე ნუ მეკითხებით. იმისთვის, რომ სწორად გავიგოთ პოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ რაღაცა განცხადებები, ამას სჭირდება დიდი დრო“, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



