რეზონანსი
(13.12.2025)

დღეს თბილისში ორი საპროტესტო აქციაა დაანონსებული - ზუსტად 18:00 საათზე ქალები ევროკავშირის ოფისთან აპირებენ მისვლას. სამოქალაქო აქტივისტები ბრიუსელის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ საქართველოში  ევროპული მომავლის დასაცავად ბრძოლა მიდის და მათი დახმარება ახლა ორმაგად საჭიროა. 

ზუსტად 19:00 საათზე კი ხალხი ფილარმონიასთან აპირებს შეკრებას და მსვლელობა რუსთაველის გამზირამდე გაიმართება.  ეს არის ტრადიციად ქცეული მსვლელობა, რომლითაც მოქალაქეები ახალ რეპრესიულ კანონს ეწინააღმდეგებიან. 

უცვლელია შეუჩერებელი პროტესტის ორი მთავარი მოთხოვნაც - სინდისისი პატიმრების გათავსიუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე