რეზონანსი
(13.12.2025)

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 12 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ბირჟაზე წარმოდგენილი ქართული კომპანიების აქციების ფასები შემცირდა.

უფრო კონკრეტულად, LION FINANCE GROUP PLC-ის (საქართველოს ბანკი) აქციების ფასი 1.19%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასმა 91.50 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 4.026 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.

ამასთან, TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 2.237 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 40.00 გირვანქა სტერლინგია, რაც 0.12%-იან კლებაზე მიუთითებს.

რაც შეეხება Georgia Capital PLC-ს, მისი აქციების ფასი 0.34%-ით გაიზარდა ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 29.80 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციას, 1.040 მილიარდ სტერლინგს აჭარბებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე