რეზონანსი
(13.12.2025)

გლობალურ ბაზრებზე ბოლო ვაჭრობის შედეგად ოქროს ფასი გაიზარდა. კერძოდ, Gold Price-ის მონაცემებით, 1 უნცია ოქროს საორიენტაციო ფასი ამჟამად 4 300 დოლარია, რაც დღის ჭრილში 0.43%-იანი ზრდაა.
ამავე მონაცემების მიხედვით, ოქროს ფასი ბოლო ერთ თვეში 2.18%-ით არის გაზრდილი, წლიურად კი ოქროს ღირებულება 61.6%-იან გაძვირებას აჩვენებს.
რაც შეეხება საქართველოს ბაზარს, ადგილობრივად ოქრო ერთ დღეში დაახლოებით 10 ლარით გაძვირდა. უფრო დეტალურად, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი ბირჟებზე დღეს 388 ლარია, გუშინ კი ამავე სინჯის ოქრო ბირჟებზე დაახლოებით 378 ლარის ფარგლებში იყო.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



