რეზონანსი
(13.12.2025)

უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან თურქეთის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისები გაუქმებულია. როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადეს, რეისების გაუქმება მოსალოდნელ ძლიერ ქარს უკავშირდება.
მათივე თქმით, გაუქმებულია „თურქიშ ეარლაინის“ 2 და „პეგასუსის“ 1 რეისი. მათი ცნობით, რეისების გაუქმება მხოლოდ თურქეთის მიმართულებით მოხდა და სხვა მიმართულებით დაგეგმილი რეისები გაუქმებული არ არის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



