რეზონანსი
(15.12.2025)

ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი აღარ განიხილება, ევროკავშირმა კიევისთვის უსაფრთხოების სერიოზული გარანტიები უნდა მისცეს. შესაბამისი განცხადება მან ევროკავშირი წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე გააკეთა.
„თუ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი არ განიხილება, ევროკავშირმა უკრაინისთვის უსაფრთხოების რეალური და ეფექტიანი გარანტიები უნდა შეიმუშაოს. საუბარია არა ქაღალდზე გაწერილ უბრალო ფორმალობაზე, არამედ კონკრეტულ სამხედრო ზომებსა და შესაძლებლობებზე“, - განიხილა მან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



