
ლიბერთი, ლოიალობის განვითარების მიმართულებით, აგრძელებს მომხმარებლებზე ზრუნვას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მსხვილ პარტნიორ კომპანიებთან ერთად სოციალური, მასშტაბური პროგრამების განხორციელებას.
ამჯერად, ლიბერთიმ ლოიალობის მიმართულებით ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია დაიმეგობრა და ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებისთვის, გორგიას ყველა ფილიალში, შერჩეულ პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება ამოქმედდა.
ლიბერთის და გორგიას ერთობლივი, სპეციალური სოციალური ინიციატივის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, გორგიას ნებისმიერ ფილიალში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შერჩეულ პროდუქციაზე 30%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მცხოვრები ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელისთვის, გორგიაში 30%-მდე ფასდაკლებით სარგებლობა, ლიბერთის სოციალური ბარათით მხოლოდ ლიბერთის პოს ტერმინალზე გადახდის შემთხვევაშია შესაძლებელი.
ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები მთელი წლის განმავლობაში, გორგიას მიერ დაანონსებული სეზონური აქციებით და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სპეციალური შეთავაზებითაც ისარგებლებენ.
ლიბერთი, ლოიალობის განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, სოციალური პროექტების გაფართოვებაზე მუდმივად ზრუნავს და ახალი პარტნიორების დამატებით, კიდევ უფრო საინტერესო და მრავალფეროვანს ხდის შეთავაზებებს უფროსი თაობის ადამიანებისთვის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



