რეზონანსი
(16.12.2025)

სალონიკში დააკავეს 44 წლის ქართველი კაცი, რომელსაც პარტნიორის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. შემთხვევა გუშინ, გამთენიისას, ამპელოკიპში, იმ სახლში მოხდა, სადაც 34 წლის უკრაინელი ქალი შვილთან ერთად ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, 44 წლის კაცმა ქალს კისერზე ძაფი შემოახვია და მისი გაგუდვა სცადა. ინციდენტს 14 წლის ბიჭი შეესწრო, რომელმაც დედის დახმარება სცადა, მაგრამ კაცი მასაც ფიზიკურად გაუსწორდა.

 გამოძიების შემდეგ, 44 წლის კაცი ამპელოკიპში დანაშაულის პრევენციისა და აღმოფხვრის ჯგუფის პოლიციის თანამშრომლებმა იპოვეს და დააკავეს. წარმოშობით უკრაინელმა ქალმა პოლიციას ჩვენება მისცა და აღწერა რაც მის სახლში მოხდა. ქართველი კაცის წინააღმდეგ საქმე აღიძრა მკვლელობის მცდელობისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე