
სანდრო სანაია წლებია მამის გზას "რუსთავი 2“-ზე აგრძელებს. როგორც გარიკვა, ტელეწამყვანი დაოჯახდა და მისმა ქორწილმა საზოგადოებისთვის შეუმჩნვლად ჩაიარა.
სანდროს რჩეული, ელენე ენუქიძე, პროფესიით მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტია. ის წლებია ამ სფეროში საქმიანობს და კარიერული კუთხით საკმაოდ აქტიურია. ელენე და სანდრო დიდი ხანია ერთად არიან, თუმცა წყვილი პირად ცხოვრებას იშვიათად ასაჯაროებდა.
"როგორ მიხარია თქვენი ბედნიერება! სანდრო, საუკეთესო ბიჭი ხარ და საუკეთესო გოგო გყავს გვერდით".
"გიორგი ძალიან იამაყებდა შენით, სანდრო. გაიხარეთ!“ - წერენ კომენტარებში.
აღსანიშნავია, რომ წყვილმა ქორწილი ვიწრო წრეში, მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა.
სანდროსა და ელენეს დაოჯახების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა, ავთო გვასალიამ გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


