რეზონანსი
(17.12.2025)

საქართველოში ოქროს ფასი სტაბილურ ნიშნულზე ნარჩუნდება. ამ დროისთვის თბილისის ოქროს ბირჟაზე 999-სინჯიანი 1 გრამი ოქრო 386 ლარი ღირს, 750-სინჯიანი - 289 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი 1 გრამი ოქროს ფასი 225 ლარია.

სტაბილურია ვერცხლის ღირებულებამაც. კერძოდ, 800 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 4.59 ლარი ღირს, ხოლო 999 სინჯის - 5.74 ლარი.

მსოფლიო ბირჟებზე კი ერთი უნცია ოქრო, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, 4 316 დოლარი ღირს, რაც ერთდღიან პერიოდში 0.33%-ით გაზრდილი ფასია. 3.51%-ით არის მომატებული ვერცხლის ფასი, ამ დროისთვის ერთი უნცია ბირჟებზე 65.65 დოლარი ღირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე