
UFC-ის ორგზის ჩემპიონის ილია თოფურიას გარშემო ატეხილ სკანდალს, მისი ოჯახის წევრები ეხმაურებიან. დედის, ინგა ინგა თოფურიას კომენტარმა, რომელიც მან შვილის პოსტის ქვეშ დატოვა, სოციალური ქსელის მომხმარებლების ინტერესი გამოიწვია:
"ყველაზე საუკეთესო შვილი, ყველაზე ჰუმანური ადამიანი, ვისაც ვიცნობ. მხოლოდ უფალმა იცის, თუ რამდენი ადამიანის ბედია შენზე დამოკიდებული და რამდენს შრომობ ამისთვის. ყველაფერი კარგად იქნება და რაც მთავარია, შენ ვერავინ წაგართმევს სიმშვიდეს. უფალმა დაგლოცოს შვილო...“
დედის ემოციურ მიმართვას მალევე მოჰყვა გულშემატკივრების გამოხმაურებაც.
ორი დღის წინ ილია თოფურიამ საგანგებო მიმართვა გამოაქვეყნა. სპორტსმენის განცხადებით, მის წინააღმდეგ მიმდინარეობდა კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა ფინანსურ გამოძალვას ოჯახურ ძალადობაზე ცრუ ბრალდებების გავრცელების მუქარით. ჩემპიონმა განმარტა, რომ მას აქვს ყველა მტკიცებულება - აუდიო ჩანაწერები, ვიდეო მასალა და მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უკვე გადასცა სამართალდამცავ ორგანოებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


