რეზონანსი
(18.12.2025)

რომ არ შევცდეთ არჩევანში და გავახაროთ ახლობლები. რა საჩუქარი უნდა შეურჩიოთ მათ? პასუხი ზოდიაქოს ნიშნებში ეძებეთ.

ვერძი

ვერძი დააფასებს ისეთ საჩუქარს, რომელიც ლამაზად გამოიყურება: ლამაზ ტანსაცმელს, სამკაულს ან სუნამოს, დეკორატიულ კოსმეტიკას, ან სპორტულ აქსესუარებს. მშვენიერი იდეაა აჩუქოთ მას სპორტ-დარბაზის აბონემენტი.

კურო

კუროს ისეთი საჩუქარი გაუხარდება, რომელსაც ხელში დაიჭერს და რომელიც დიდხანს მოემსახურება: ფარანი, ან რაიმე პრაქტიკული სუვენირი, ოთახის დეკორისთვის. ასევე, გაუხარდება ლამაზი ტყავის საფულე, ყულაბა, ლატარიის ბილეთი, ან გემრიელი სასუსნავები.

ტყუპები

გაუხარდებათ კარგი წიგნი, ახალი სმარტფონი, ლამაზი ჟურნალი, ძვირფასი კალამი, ან საქმიანი დღიური. ასევე, ციგურები, თხილამურები და გორგოლაჭები.

კირჩხიბი

აჩუქეთ რეტრო-საჩუქარი. ფაიფურის თოჯინა, პლუშის დათუნია, ძველებური სამელნე, ან წიგნი-მემუარები რომელიმე ცნობილი ადამიანის. ასევე, - პაზლი, ან რაიმე ინტელექტუალური თამაშები. ძალიან გაუხარდებათ კარგი ვიდეოკამერა და ძვირფასი ღვინო.

ლომი

ლომს მოეწონება დახვეწილი სამკაული, ლამაზი საათი, ნატიურმორტი, ალბომი ხელოვნებაზე, ხელნაკეთი ნივთები.

ქალწული

შეურჩიეთ ისეთი საცუქარი, რომელსაც პრაქტიკული ქალწული ყოველდღიურად დამოიყენებს. ლამაზი ჭურჭელი, ორიგინალური რეცეპტების წიგნი, არომატული ზეთების კრებული, ძვირფასი ოთახის მცენარე, ან შინაური ცხოველი.

სასწორი

რაც უფრო დახვეწილი იქნება, მით უკეთესია. გაუხარდება რომელიმე ვარსკვლავის კონცერტის ბილეთი, ან მოსაწვევი იაპონურ წვეულებაზე, აბრეშუმის თეთრეული, მაქმანებიანი ხელსახოცი, აბრეშუმის ყელსახვევი, აღმოსავლური მარაო, დახვეწილი კოლიე, ან ქალური არომატის მქონე სუნამო. მათ გაუხარდებათ ყველაფერი, რაც ცხოვრებას სასიამოვნოს, მსუბუქს და ძალიან ესთეტიკურს გახდის. არ დაგავიწყდეთ ლამაზი შეფუთვა!

მორიელი

მოეწონება ნივთები-ტრანსფორმერები: ქოლგა-ჯოხი, საკიდი-ფარანი, ორფერი შარფი, ან ჟილეტი, რომელიც ორი მხრიდან იცმევა. ”კამასუტრა”, ან წიგნი ტაილანდურ მასაჟზე, ასევე, სასაჩუქრე ვაუჩერი პარაშუტიდან გადმოხტომაზე. მთავარია, საჩუქარი ამაღელვებელი იყოს...

მშვილდოსანი

განსაკუთრებით იზიდავს ეკზოტიკა. ყველაზე მეტად მოგზაურობა გაუხარდება. ან ყველაფერი, რაც მას უკავშირდება: საგზაო აქსესუარი, ორიგინალური ეთნიკური სუვენირი, ძველებური ქანდაკება, დისკი - უცნაური მუსიკით, მექსიკური ხალიჩა და ა.შ.

თხის რქა

აფასებენ სიმშვიდეს და მარტოობას. ამიტომ, ”ინტელექტუალური” საცუქარი მოეწონებათ. მაგალითად, ”ჭკვიანი” გაჯეტები, ჭადრაკი, სოლიდური წიგნი, გაჯეტები მზის ელემენტით, გამძლე საათი და ა.შ.

მერწყული

მათ მოეწონებათ სიახლე. მაგალითად, სმარტფონის ახალი მოდელი, ახალი ბესტსელერი, აქტუალური გაჯეტი, რეცეპტების წიგნი, ”ჯადოსნური” სანათი და სხვა.

თევზი

ვარსკვლავური ცის ატლასი, ტაროს კარტი, არომატული სანთლები, ჩინური ”ცვლილებების წიგნი”, დისკი - წვიმის ხმებით რელაქსაციისტვის, ნივთები, მითოლოგიური ფიგურებით. შეარჩიეთ ისეთი საჩუქარი, არომელიც მისტიკურ ხასიათს ატარებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე