
საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. დეპუტატებმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოთქვეს. კრიტიკასთან ერთად, ისმოდა ქვეყნის მხარდამჭერი განცხადებები.
"რა მოხდებოდა ბრიუსელში, თუ მომიტინგეები ძალადობრივად შეიჭრებოდნენ მთავრობის შენობაში, როგორ იმოქმედებდით, თუ ყოფილი მმართველი პარტიის პოლიტიკოსები პოლიციელებს 200 000 დოლარს დაჰპირდებოდნენ ბრძანებებზე დაუმორჩილებლობისთვის ან ძალადობრივი ჯგუფების შეჩერებაზე უარისთვის. ზუსტად ეს მოხდა თბილისში და ეს ამ დარბაზში მოსწონთ, რაც დაუჯერებელია. ევროკავშირი საქართველოს მიმართ ორმაგ სტანდარტებს იყენებს - ეს მიუღებელია. ეს არ არის კანონის უზენაესობის, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების შესახებ - ეს გეოპოლიტიკაა. ამის მიზანი საქართველოში რეჟიმის შეცვლაა. ევროკავშირს სურს, რუსეთის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნა - ის მზად არის, უკრაინელების მსგავსად ქართველებიც საფრთხის წინაშე დააყენოს, ეს ანადგურებს დარჩენილ სანდოობასაც. ვინც დემოკრატიას და კანონის უზენაესობას იცავს, დიპლომატიას ირჩევს და არა რეჟიმის შეცვლას," - აცხადებს გერმანელი ევროპარლამენტარი რუთ ფირმენიჩი.
გამოსვლები ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. დეპუტატებთან ერთად სტრასბურგში გამართულ დებატებში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისარმა დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, მაიკლ მაკგრატმა და დანიის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, მარი ბიერემ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



