რეზონანსი
(18.12.2025)

შუ­ა­ხე­ვის სო­ფელ ჩან­ჩხა­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა ოჯა­ხურ­მა დრა­მამ უამრავი ადამიანი შეძ­რა. მას შემ­დეგ, რაც 44 წლის მა­რი­ნა აბა­ში­ძემ თა­ვი­სი ის­ტო­რია მოჰ­ყვა - ის­ტო­რია ბე­ბი­ა­ზე, რო­მე­ლიც 16 წლის რძლის­გან მი­ტო­ვე­ბულ ტყუ­პებს დე­დად მო­ევ­ლი­ნა - სა­ზო­გა­დო­ე­ბის რის­ხვა ბი­ო­ლო­გი­უ­რი დე­დას და­ა­ტყდა თუმ­ცა, სი­ჩუ­მე „ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შო­უ­ში“ ყოფილმა რძალმა მარიამ ბარ­ბა­ქა­ძემ თავად დაარ­ღვია.

იგი იხ­სე­ნებს, რომ მისი ტრა­გე­დია იმ დღი­დან და­ი­წყო, რო­დე­საც გა­ი­გო, რომ ფეხ­მძი­მედ იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­დან ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­დნენ, მა­ლე­ვე გაჩ­ნდა უნ­დობ­ლო­ბის კე­დე­ლი, რო­მე­ლიც დე­დამ­თილ­მა აღ­მარ­თა.

"ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ ფეხ­მძი­მედ დავ­რჩი. არა­სო­დეს მიც­დია ბავ­შვე­ბის მო­შო­რე­ბა, პი­რი­ქით - ექი­მებ­მაც იცი­ან, რო­გორ ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი თავს. პრობ­ლე­მე­ბი მა­შინ და­ი­წყო, როცა დე­დამ­თილ­მა თა­ვის შვილს უთხრა: ამ ბავ­შვებს დნმ-ის ანა­ლი­ზი უნდა გა­უ­კე­თო, იმი­ტომ რომ მა­რი­ა­მი ქა­ლიშ­ვი­ლი არ იყოო. ეს სა­ა­ვად­მყო­ფო­შიც თქვა და ექიმ­მა პა­ლა­ტი­დან გა­აგ­დო,“ - იხ­სე­ნებს მა­რი­ა­მი.

მა­რი­ა­მი იხ­სე­ნებს უმ­ძი­მეს დღე­ებს სამ­შო­ბი­ა­რო­ში, სა­დაც, მისი თქმით, დე­დამ­თი­ლი მას­ზე სრულ კონ­ტროლს ამ­ყა­რებ­და და მის თი­თო­ე­ულ ნა­ბიჯს ტე­ლე­ფო­ნით იწერ­და, რათა მო­მა­ვალ­ში კომ­პრო­მა­ტად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

"ახა­ლი ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი ვი­ყა­ვი, სუნ­თქვა მი­ჭირ­და. პა­ლა­ტა­ში ფან­ჯრის „რუ­ჩკა“ მოხ­სნეს და ჩა­მი­კე­ტეს. როცა ექი­მებს ვთხო­ვე გა­ე­ღოთ, მა­რი­ნა აბა­ში­ძემ თქვა: არ გა­დახ­ტე­სო. ყვე­ლა­ფერს იწერ­და, რომ მერე ეთ­ქვა - მა­რი­ა­მი გი­ჟი­აო. მე შვი­ლე­ბი არ მი­მი­ტო­ვე­ბია, მე გა­მო­მაქ­ცი­ეს იმ სახ­ლი­დან,“ - ამ­ბობს მა­რი­ა­მი.

ახლა მა­რი­ა­მი 20 წლი­საა. ის ამ­ბობს, რომ აღარ არის ის შე­ში­ნე­ბუ­ლი გოგო, რო­მე­ლიც სახ­ლი­დან გა­იქ­ცა. მან უკვე მო­ამ­ზა­და პას­პორ­ტი და მზად არის სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლის­თვის.

"ერთხელ ძლივს და­ვუ­რე­კე, ბავ­შვმა რომ და­მი­ნა­ხა, დედა და­უ­ძა­ხა ტე­ლე­ფონს. მა­რი­ნამ მა­შინ­ვე გა­მო­არ­თვა და უთხრა: ეს დე­და­შე­ნი არ არი­სო. მერე ვი­დეო გა­მო­მიგ­ზავ­ნა, სა­დაც ჩემი ქმა­რი სხვა გო­გოს­თან ერ­თად ზის მან­ქა­ნა­ში და აწე­რია: "ამათ უკვე სხვა დედა ჰყავთ, შენ არ სჭირ­დე­ბიო“. მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, რომ თუ სო­ფელ­ში ჩა­ვი­დო­დი, თო­ფით დამ­ხვდე­ბოდ­ნენ.

ბავ­შვე­ბის­თვის ვიბ­რძო­ლებ აუ­ცი­ლებ­ლად! მე ისი­ნი არ მი­მი­ტო­ვე­ბია, მე ისი­ნი წა­მარ­თვეს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­წო­ლით. ახლა ჩა­მო­ვე­დი თურ­ქე­თი­დან, ფეხ­ზე დავ­დე­ქი და მინ­და, ჩემ­მა შვი­ლებ­მა იცოდ­ნენ, ვინ არის მათი ნამ­დვი­ლი დედა,“ - აცხა­დებს მა­რი­ა­მი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე