
აზერბაიჯანი სომხეთს, საქართველოს რკინიგზის გავლით, დღეს ნავთობპროდუქტების პირველ პარტიას გაუგზავნის. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, აზერბაიჯანი სომხეთს კომპანია „სოკარის“ მიერ წარმოებულ 22 ვაგონ ბენზინს გაუგზავნის.
მედიის ცნობით, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირების შესახებ გადაწყვეტილება 28 ნოემბერს, ქალაქ გაბალაში, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის, შაჰინ მუსტაფაევისა და სომხეთის ვიცე-პრემიერის, მჰერ გრიგორიანის შეხვედრის დროს მიიღეს.
ცნობისთვის, 8 დეკემბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვას ერთჯერადად, სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



