
საქალაქო სასამართლოში პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ ხუთი პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესს არ ესწრება მსოფლიო ბანი. ადვოკატის თქმით, პაატა ბურჭულაძე „უკეთეს სპექტაკლებსაა მიჩვეული, ვიდრე ამ სასამართლო დარბაზში ხდება“, თუმცა განმარტავს კიდეც, რომ „ყოველთვის ასე არ იქნება“, ანუ დღეს ბურჭულაძის არყოფნა არ ნიშნავს, რომ ის განხილვებში მონაწილეობაზე სამუდამოდ უარს ამბობს.
საქმეს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის იხილავს. ამ წუთებში, განსასჯელის სკამზე სხედან მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი. გდდ-ს ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი კი საქართველოში არ იმყოფება. სხდომას მისი ადვოკატი ესწრება.
სხდომას ესწრებიან ბრალდებულების ახლობლები, მეგობრები და ავსტრიის კონსული. აღსანიშნავია, რომ პაატა ბურჭულაძე ავსტრიის მოქალაქეცაა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



