
საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე გამავალ მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 188-ე კმ-ზე გამავალ მონაკვეთზე, მაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟის სამუშაოები. საავტომობილო გზით მოსარგებლეთა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პირობების უზრუნველსაყოფად, აღნიშნულ მონაკვეთზე საჭიროა ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა და გადართვა.
2025 წლის 18 დეკემბერს 14:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, საავტომობილო გზის თბილისი-სენაკის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა ჩაიკეტება 4-ჯერ, 2-2 წუთით, ხოლო 19 დეკემბერს 12:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე სენაკი-თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს არგვეთას სატრანსპორტო კვანძის პანდუსების და წრიული მოძრაობის გამოყენებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



