
შუახევის სოფელ ჩანჩხალოში დატრიალებულა ოჯახურ დრამას უამრავი ადამიანი ადევნებს თვალყურს. დედამთილმა და რძალმა თავისი პოზიცია ბავშვებთან დაკაშირებით უკვე დააფიქსირეს. "ნანუკას შოუში“ ისაუბრა ტყუპი ბავშვების ბებიამ (დედის მხრიდან) და საკუთარი შვილი ბოლომდე დაიცვა.
მარიამ ბარბაქაძის დედადარინა, რომელიც იმ დროს თურქეთში ემიგრაციაში იმყოფებოდა, იხსენებს ზარს, რომელმაც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.
"მარინამ დამირეკა და მიყვიროდა: შენი შვილი მგლებმა დაგლიჯესო! გული წამივიდა, გონება დავკარგე. რომ მოვედი აზრზე და გადავურეკე, თავის შვილთან ერთად იჯდა და სიცილით მელაპარაკებოდა - ვიხუმრეო. ასეთი ქალი მართავდა ჩემი შვილის ცხოვრებას. ხან მეუბნებოდა - ჩამოდიო, ხან მემუქრებოდა - თუ ჩამოხვალ, შენს შვილს ოჯახს დავუნგრევო,“ - ჰყვება დარინა.
დარინა აღიარებს, რომ მარიამს ბავშვები არ უნდა დაეტოვებინა, თუმცა ამის მიზეზად შიშსა და გამოუცდელობას ასახელებს. მისი თქმით, დედამთილი მარინა აბაშიძე მარიამის მამასთანაც მანიპულირებდა და რძლის ოჯახში დარჩენის სანაცვლოდ სახლის ყიდვას ითხოვდა.
„მინდა, ჩემმა შვილმა თავისი შვილები თვითონ გაზარდოს. მე მის გვერდით ვარ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ტყუპები დედასთან დაბრუნდნენ", - ამბობს დარინა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


