
აშშ-ში მცხოვრები ქართველი აქტივისტ-ემიგრანტი ნათათო გიორგაძე წერს, რომ მომღერალ ლაშა ღლონტს ამერიკაში კონცერტი ჩაუშალეს.
"ლაშა ღლონტი აღმოვაჩინე სიაში, სადაც სახელმწიფო აფინანსებს, საახალწლო კონცერტს! არა რა ქოცი, როგორ გეკადრებათ...
რატომ ვწერ ახლა?! ამერიკაში ლაშა ღლონტის საღამო ჩაიშალა, ჩვენი პროტესტის შემდეგ, ხალხი არ მივიდა, მაგრამ რესტორანმა "Assaia Restaurant Club and Lounge • ასაია" მაინც ამღერა, მხოლოდ ვიწრო წრეში! ხედავთ კადრში ხალხის რაოდენობას, არადა ანშლაგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ შედგა ეს საღამო, შესაბამისად, რესტორანს რეკლამის წაშლაც მოუწია და ჯგუფებიდან პოსტების აღებაც!
ისევ რჩევას მოგცემთ და გაითვალისწინეთ - ქოცები ემიგრაციაში ვერ იტაშფანდურებთ!" - წერს სოციალურ ქსელში აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნათათო გიორგაძე და ვიდეოს აქვეყნებს. ვიდეო იხილეთ კომენტარებში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


