
UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია პირადი ცხოვრების გარშემო ატეხილი სკანდალის ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ, საზოგადოებაში უამრავი ჭორი გავრცელდა. 15 დეკემბერს სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყოფილ პარტნიორს მძიმე ბრალდებები წაუყენა.
ესპანურ გადაცემაში El Programa de Ana Rosa ცნობილმა წამყვანმა, მანიუ მარლასკამ დაპირისპირების დამატებითი დეტალები გაახმაურა. მისი თქმით, ილიას განცხადება ერთგვარი "პრევენციული ნაბიჯია".
ჟურნალისტის თქმით, წყვილმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო დაშორების პროცესი.
“ჯორჯინა ცდილობს, ილიას მხრიდან სავარაუდო გენდერულ ძალადობაზე მიანიშნოს [საზოგადოებას]" - ამბობს მარლასკა. მისი განმარტებით, ილია კარგად ფარავს თავის კვალს, აკეთებს განცხადებას, რომ აქვს ჩანაწერები, ფლობს შეტყობინებებს და მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი უფრო ხელსაყრელი განშორების უზრუნველყოფის სტრატეგიაა, რომ ის [ჯორჯინა] მისგან ფულს ითხოვს.
"ამ განცხადებას აკეთებს იმის სათქმელად, - ფრთხილად იყავით, მომავალში შეიძლება სასამართლო პროცესები იყოსო", - ამბობს ჟურნალისტი.
დასასრულ მანუ მარლასკამ აღნიშნა, რომ "ჯორჯინას ადვოკატის პოვნა უჭირს“.
ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი ოთხი წლის განმავლობაში იყვნენ ერთად და მათ საერთო ქალიშვილი ჰყავთ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


