რეზონანსი
(19.12.2025)

აქტივისტ-ემიგრანტმა ნატატო გიორგაძემ გუშინ დაწერა, რომ აშშ-ში მომღერალ ლაშა ღლონტის ერთი კონცერტი პროტესტის გამო ჩაიშალა, მეორე - ვიწრო წრეში ჩატარდა. მომ­ღე­რა­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას კონ­ცერ­ტის ჩაშ­ლის შე­სა­ხებ და აცხა­დებს, რომ ორი­ვე და­გეგ­მი­ლი გა­მოს­ვლა სრუ­ლი ანშლა­გით ჩა­ტარ­და:

"სიც­რუე ვრცელ­დე­ბა, დარ­ბა­ზი იყო სავ­სე. მა­შინ თუ ჩა­ი­შა­ლა დრო­ზე ეთ­ქვათ, ორი კვი­რის შემ­დეგ რომ იძა­ხი­ან, არ არის სწო­რი ინ­ფორ­მა­ცია, სავ­სე იყო დარ­ბა­ზი "სოლდ აუთი“ იყო ორი­ვე კონ­ცერ­ტზე. პირ­ველს ეს­წრე­ბო­და 150 კაცი, მე­ო­რეს - 40, რად­გან იმ დარ­ბაზ­ში მეტი ფი­ზი­კუ­რად არ ეტე­ო­და.

ასე­თი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ხალ­ხი ხომ ეს­წრე­ბო­და ამ კონ­ცერტს. სავ­სე იყო დარ­ბა­ზი და პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტის შემ­დეგ მე­ო­რეს და­მა­ტე­ბა­საც აპი­რებ­დნენ, მე ვთქვი უარი. მე­ო­რე კონ­ცერ­ტი კი ვიწ­რო წრე­ში ჩა­ტარ­და.

კი­დევ ვი­მე­ო­რებ სავ­სე იყო, ად­გი­ლი არ იყო. მე­ო­რე კონ­ცერ­ტზე იმი­ტომ იყო ცოტა ხალ­ხი, რომ ფი­ზი­კუ­რად მეტი არ ეტე­ო­და. ეს მე­ო­რე და­გეგ­მი­ლი არც იყო, ისე ჩა­ტარ­და.

კი­დევ ერთხელ და­ვა­ფიქ­სი­რებ, რომ ეს არის სიც­რუე და მეტი არა­ფე­რი. ჩა­ტარ­და ორი კონ­ცერ­ტი და ორი­ვე იყო რეს­ტო­რან­ში. პირ­ვე­ლი დიდი რეს­ტო­რა­ნია და 150 კა­ცამ­დე ეტე­ვა, სავ­სე იყო ად­გი­ლი არ იყო. მე­ო­რე­ში ეტე­ვა 40 კაცი და და ეს­წრე­ბო­და 40. თუ ჩა­ი­შა­ლა, ეს კონ­ცერ­ტი 5 დე­კემ­ბერს ჩა­ტარ­და და მა­შინ რა­ტომ არ და­წე­რა, ორი კვი­რის მერე რომ ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ემიგ­რან­ტებს ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ და რომ ვუ­ყუ­რებ, ძა­ლი­ან ბევ­რი მი­ცავს. გული გეტ­კი­ნე­ბა ადა­მი­ანს ტყუ­ილს რომ ავ­რცე­ლე­ბენ, თო­რემ მეტი კი არა­ფე­რი", - განუცხადა "ამბებს" ლაშა ღლონტმა.

წყარო: www.ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე