რეზონანსი
(19.12.2025)
"ხალხის ძალის” დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა - ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ, უკან ბრუნდება”.
მისი შეფასებით, თბილისისთვის გამეტებული ქაოსი და არეულობა მიიღეს ბრიუსელში.
"კარმას და ბედისწერას ნუ დააბრალებთ, კანონზომიერებაა - ბუმერანგს თუ მიზანს ააცილებ, უკან ბრუნდება...
ჰო და რაც თბილისისთვის ქაოსი და არეულობა გამოიმეტეთ, მიიღეთ ბრიუსელში!
კოსების და კალასების პოლიტიკა გააგრძელეთ და უფრო შორს წახვალთ!” - წერს ქადაგიძე.
![]()
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



