რეზონანსი
(19.12.2025)

"ბი­ჭი­კო პა­ი­კი­ძე 9 დე­კემ­ბერს ეს­პა­ნეთ­ში, კერ­ძოდ, ბარ­სე­ლო­ნა­ში და­ა­კა­ვეს - მის მი­მართ სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი და­ი­წყო", - ამის შე­სა­ხებ სა­ხელ­მწი­ფოს კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის, წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მხრი­დან თაღ­ლი­თო­ბა­ში დახ­მა­რე­ბის და ყალ­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის დამ­ზა­დე­ბა-გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ბი­ჭი­კო პა­ი­კი­ძის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ბექა ხუ­ნაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ბი­ჭი­კო პა­ი­კი­ძე ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით იყო ძებ­ნი­ლი და მისი სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბის "და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს“.

"ბი­ჭი­კო პა­ი­კი­ძე იყო ძებ­ნი­ლი. მის მი­მართ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი იყო ძებ­ნა, მათ შო­რის ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით. 9 დე­კემ­ბერს მოხ­და მისი და­კა­ვე­ბა ეს­პა­ნეთ­ში, ბარ­სე­ლო­ნა­ში. ახლა სა­ექ­სტრა­დი­ციო პრო­ცე­დუ­რე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. სხვა ინ­ფორ­მა­ცია არ გაგ­ვაჩ­ნია. ახლა მთა­ვა­რია, რომ ის გად­მოს­ცენ ქარ­თულ სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს, რათა გა­სა­მარ­თლდეს.

რო­დე­საც ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით და­ი­წყო ძებ­ნა, ის ბარ­სე­ლო­ნა­ში აღ­მოჩ­ნდა და და­ა­კა­ვეს. ჩემი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხე­ლი და გვა­რი შეც­ვლი­ლი არ ჰქონ­და.

მო­ი­თხო­ვა თუ არა მან პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი, ეს სა­კი­თხი ჩემ­თვის უც­ნო­ბია, მაგ­რამ, რაც შე­ე­ხე­ბა ექ­სტრა­დი­ცი­ას, გად­მო­ცე­მის და­მაბ­რკო­ლე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს“, - გა­ნა­ცხა­და ბექა ხუ­ნაშ­ვილ­მა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე