რეზონანსი
(19.12.2025)

თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. გარდაცვლილი 65 წლის ლევან დალაქიშვილია.
შემთხვევა მშვიდობის ქუჩაზე, 3 დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებული მამაკაცი მძიმე ტრამვებით კლინიკაში მოათავსეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მთავარი ამბები კახეთიდან თანაუგრძნობს ოჯახსა და თელავს მწუხარებას , ღირსეული ადამიანის და კარგი თელაველის გარდაცვალების გამო
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



