რეზონანსი
(25.01.2026)

ინდოეთი ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფების 110%-დან 40%-მდე შემცირებას გეგმავს. ინფორმაციას უცხოური მედია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს,მათი თქმით, ეს ქვეყნის უზარმაზარი ბაზრის ყველაზე დიდი გახსნაა, რადგან ორივე მხარე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას უახლოვდება, რომელიც, შესაძლოა, სამშაბათს დაიდოს.
როგორც "როიტერს" მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა ორმა წყარომ განუცხადა, პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მთავრობა დათანხმდა დაუყოვნებლივ შეამციროს გადასახადი 27-ქვეყნიანი ბლოკიდან შეზღუდული რაოდენობის ავტომობილებზე, რომელთა იმპორტის ფასი 15 000 ევროს (17 739 აშშ დოლარი) აღემატება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



