რეზონანსი
(26.01.2026)

თბილისის საქალაქო სასამართლო „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

სასამართლო პროცესი დღის მეორე ნახევარში ჩაინიშნა. 

საუბარია, ე.წ. საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების გაწევის ბრალდებაზე.

გიორგი ვაშაძემ 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი 23 იანვარს დატოვა. პოლიტიკოსს ამ შემთხვევაში თეა წულუკიანის კომისიაზე მისვლაზე უარის თქმას ედავებოდნენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე