რეზონანსი
(26.01.2026)

საქართველო მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში Phoenix Express 2026 იღებს მონაწილეობას. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში ავრცელებს.
„საქართველო ერთ-ერთია იმ 8 პარტნიორი სახელმწიფოდან, რომელიც ამ პრესტიჟულ სწავლებაში მონაწილეობისთვის შეირჩა“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



