რეზონანსი
(27.01.2026)

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 076 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.15%-ით კლებაზე მიუთითებს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ მომენტისთვის 1 უნცია 111.01 დოლარი ღირს, რაც ერთ დღიან ჭრილში 3.83%-ით შემცირებული ფასია.
ოქრო ძვირდება საქართველოშიც. უფრო კონკრეტულად კი, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 454 ლარია, 750-სინჯიანი - 340 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ოქროს ფასი 265 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, 999-სინჯიანი 1 გრამის ფასი 9.97 ლარია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



