რეზონანსი
(27.01.2026)

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ აჭარის აღმართში, და-ძმის ცხედრები იპოვეს. "აჭარათაიმსის" ინფორმაციით, ცხედრები საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით, საკარმიდამო ნაკვეთში ნახეს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ.

ამ ეტაპზე უცნობია, ჰქონდათ თუ არა გარდაცვლილებს სხეულზე ძალადობის კვალი. შემთხვევა გუშინ მოხდა. სოფელში ამბობენ, რომ ფაქტი საეჭვო გარემოებებს შეიცავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე