რეზონანსი
(28.01.2026)

გარდაბანში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
BMW-ს მარკის ავტომობილი მას იმ დროს დაეჯახა, როდესაც გზაზე გადადიოდა. გოგონა ადგილზე დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.
ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟებია მობილიზებული.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



