რეზონანსი
(28.01.2026)

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 18 წლის გოგო - აიდა კურბანოვა დაიღუპა.
ავარია გუშინ, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა - „ბეემვე“-ს მარკის ავტომობილი ახალგაზრდა გოგოს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა - ის ადგილზე დაიღუპა.
შსს-მ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მძღოლი, რომელმაც ქვეითი გოგო იმსხვერპლა, „მთვრალ მდგომარეობაში იყო“. ის დღეს დააკავეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



