რეზონანსი
(29.01.2026)

ახალციხეში, საბარგო სადგურის და სოფელ კლდის მიმდებარედ, ქვეითად მიმავალ კაცს მსუბუქი მანქანა დაეჯახა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. მას ამჟამად ექსპერტიზა უტარდება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით გამოძიება დაწყებულია. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

სამხრეთის კარიბჭე

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე