რეზონანსი
(30.01.2026)

რუსთავში  მე-12 მიკრორაიონში ერთმანეთს 2 "კიას", "სუბარუს", "ჰონდას", "ფორდისა" და "მიცუბიშის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

შემთხვევის დროს 2 ახალგაზრდა კაცი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთს სასწრაფოს ეკიპაჟმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, ხოლო მეორე დაშავებული კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, პაციენტს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება და მოთავსებულია ნევროლოგიურ განყოფილებაში.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. 

წყარო: ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე