
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა კვლავ იზრდება. მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატან ცვლილებებს დღეს საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს. ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის დამტკიცებულ ბიუჯეტს კიდევ 296 420 100 ლარი დაემატება და ჯამში 2 506 978.3 ლარით განისაზღვრება.
გაზრდილი ბიუჯეტი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს მოხმარდება და შემდეგ პრიორიტეტებზე გადანაწილდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა; ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
გაზრდილი ბიუჯეტი ისტორიულ არეალებში - სულხან საბასა და ინგოროყვას ქუჩების სრულ რეაბილიტაციასა და იქ არსებული შენობა-ნაგებობის განახლებასაც მოხმარდება. ასევე, ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზაცია; დაიწყება ნაძალადევის დეპოს რეაბილიტაცია; 4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა/რეაბილიტაცია; განხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში მდებარე ავარიული სახლების გამოსყიდვა და მთაწმინდის რაიონში ძმები კაკაბაძეების ქუჩის რეაბილიტაცია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



