რეზონანსი
(31.01.2026)

გაეროს გენერალურმა მდივანმა, წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ ორგანიზაცია "გარდაუვალი ფინანსური კოლაფსის" საფრთხის წინაშე დგას.

ანტონიო გუტიერეში კრიზისის მიზეზად გადაუხდელ საწევრო გადასახადებსა და ბიუჯეტის წესს ასახელებს, რომელიც გლობალურ ორგანოს გამოუყენებელი თანხების უკან დაბრუნებას ავალდებულებს.

გუტიერეშს წარსულში არაერთხელ უსაუბრია ორგანიზაციაში არსებული კრიზისის შესახებ, თუმცა, მთელი ამ დროის განმავლობაში, ეს მისი ყველაზე მკაცრი გაფრთხილებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე