რეზონანსი
(02.02.2026)

რა სასაცილოა, რომ დებატებს აკრიტიკებენ ისინი, ვინც დებატებს გაურბიან ყველგან და ყოველთვის, იქნება ეს „კრიტიკული“ მედიის წარმომადგენლებისა თუ ოპოზიციონერების უდიდესი ნაწილი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც რაქვიაშვილი წერს, „ოპოზიციის მხარეს დებატები რომ ყოფილიყო, ახლა ოპოზიციაც უფრო ძლიერი იქნებოდა და ქვეყანაც  – უკეთეს მდგომარეობაში“.

„ხოლო, დებატების გამბედაობა რომ არ გაქვს, მხოლოდ ის თუ დაგრჩება, სხვისი დებატები აკრიტიკო“, – წერს ალექსანდრე რაქვიაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე