რეზონანსი
(03.02.2026)

უკრაინამ დასავლელ პარტნიორებთან ერთად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველყოფის გეგმა შეიმუშავა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაზე დასავლეთი ეტაპობრივ რეაგირებას მოახდენს.

კერძოდ, დარღვევის დაფიქსირებიდან 24 საათის განმავლობაში იქნება დიპლომატიური გაფრთხილება, ხოლო საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ამოქმედდებიან ე.წ. მსურველთა კოალიციის ძალები, ხოლო მასშტაბური ესკალაციისას გეგმა 72 საათში კოორდინირებულ სამხედრო პასუხს ითვალისწინებს, შეერთებული შტატების ჩართულობით.

უკრაინაში სამხედროების გაგზავნაზე თანახმაა საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე