რეზონანსი
(03.02.2026)

ვლადიმერ პუტინთან დიალოგის განახლება „მზადების ეტაპზეა“, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, დისკუსიები ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროპელებმა რეალურად აღადგინონ დისკუსიის საკუთარი არხები“, – დასძინა ემანუელ მაკრონმა.
ამასთანავე, მაკრონმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ ავლენს „ნამდვილ მზადყოფნას“ მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



